Windows 10 Enterprise/Pro 22H2 64bit

გააქტიურების ინსტრუქცია:

  • გახსენით cmd ადმინისტრატორის უფლებით
  • აკრიფეთ ბრძანება slmgr /skms kms.install.ge (ალტერნატიული KMS სერვერები kms2.install.ge , kms3.install.ge) და დააჭირეთ enter-ს.
  • შემდეგ აკრიფეთ slmgr /ato და ისევ დააჭირეთ enter-ს.
  • რამოდენიმე წამში გამოვა პატარა ფანჯარა, სადაც დაინახავთ რომ ოპერაციული სისტემა წარმატებით გააქტიურდა.

ეს საინტერესოა!!!

ხშირად დასმული კითხვები:

  • რა არის KMS?

KMS (Key Management Service) არის Windows-ებისა და Office-ების გააქტიურების მეთოდი.
როდესაც კომპიუტერი გასააქტიურებლად მიმართავს KMS სერვერს, სერვერი აძლევს კომპიუტერს აქტივაციის გასაღებს (key-ს), რომლითაც Windows და Office აქტიურდება 180 დღით. გააქტიურების შემდეგ კვირაში ერთხელ (7 დღის მერე) კომპიუტერი ისევ მიმართავს სერვერს გასაღებისთვის და ყოველ ჯერზე იღებს 180 დღიან აქტივაციას (ანუ ყოველ 7 დღეში 180 დღიანი აქტივაცია თავიდან აითვლება). თუ კომპიუტერი ვერ შეძლებს სერვერთან დაკავშირებას ის ეცდება კავშირის დამყარებას ყოველ 2 საათში და თუ 180 დღის გამავლობაში სერვერთან კავშირზე ვერ გავა და გასაღებს ვერ მიიღებს, Windows გადავა 30 დღიან საცდელ რეჟიმზე (free trial).

  • cmd-დან გააქტიურება უფრო უსაფრთხოა თუ kms პროგრამებიდან (reloader, kmspico, kmsauto)?

რა თქმა უნდა cmd-დან გააქტიურება არის უსაფრთხო. განსახვავებით სხვადასხვა KMS პროგრამებისა, მაგალითად reloader, kmspico და სხვა, რომლებსაც ინტერნეტიდან ვიწერთ და ხშირ შემთხვევაში მოყვება Virus-ები, Trojan-ები, Ransomware-ები, cmd-დან გააქტიურების შემთხვევაში კომპუტერი იღებს მხოლოდ გასააქტიურებელ გასაღებს (key-ს).